1. პროექტის სახელწოდება : ახალი
წლის ტრადიციები საქართველოში.
2. პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ახალი წლის
ტრადიციებთან დაკავშირებით ჩემ მიერ მითითებული ვებ–გვერდებიდან .მათ შეუძლიათ
შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პლაკატები, პლასტილინით გამოძერწონ
საახალწლო ნივთები, დახატონ ნახატები , მოაწყონ გამოფენა სკოლაში. ჩემი დახმარებით და მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით გავაკეთებთ პრეზენტაციას Power Point-ში და პრეზენტაციაზე მოვიწვევთ სხვა კლასის მოსწავლეებს.
3. პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე ,
გაიაზრებენ საახალწლო ტრადიციებს, გამოიკვლევენ საახალწლო ტრადიციების წარმომავლობას.
ჩემი მითითებით მოიძიებენ ინფორმაციას ჩიჩილაკზე, გაარკვევენ რატომ დგამენ ახალი
წლის ღამეს მას, რისგან მზადდება იგი.
მნიშვნელოვანია მოსწავლეები დააკვირდნენ ტრადიციების განვითარებას დროში და
გაანალიზონ თუ როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს ძველად და როგორ აღნიშნავენ ახლა.
ამისათვის ისინი შეხვდებიან სოფლის უხუცესებს და სთხოვენ გაიხსენონ, როგორ
ეგებებოდნენ ახალ წელს თავიაანთ ბავშვობაში.
მოსწავლეებს მივუთითებ მოიძიონ
ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს ფშავში,ხევსურეთსა და მთიან აჭარაში.
დაფიქრდნენ, როგორ ხვდებიან ახალ წელს თავიაანთ კუთხეში და შეადარონ ის
ზემოჩამოთვლილ კუთხეთა ტრადიციებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება, ფერადი
ქაღალდებისაგან გამოჭრან ფიფქები. პრეზენტაციის დღეს, საახალწლო განწყობის
შესაქმნელად ოთახი მორთონ ფიფქებით. გარდა Power Point-ში
მომზადებული პრეზენტაციისა, თავიაანთი ფანტაზიით შექმნან პლაკატები, გამოძერწონ
ნივთები
( ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, ჩურჩხელები და ა.შ. ) და მოაწყონ გამოფენა
სკოლაში, რითაც თავიაანთ ნამუშევრებს გააცნობენ სკოლის სხვა მოსწავლეებსაც.
4. პროექტის მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ საქართველოს სხვადასხვა
კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება,შესაბამისი
თვალსაჩინოებისა და Power point-ში პრეზენტაციის მომზადება-წარდგენა,გამოფენის მოწყობა,საახალწლო
ლექსებისა და სიმღერების შესწავლა და წარმოდგენა.
5. მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
6. ვადები/ ხანგძლივობა: ერთი
თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც
შეიძლება შეიქმნას: პლაკატები, პლასტილინით
გამოძერწილი ნამუშევრები, საახალწლო ნახატები, გამოფენა სკოლაში,შესწავლილი
ლექსებისა და სიმღერების პრეზენტაცია სკოლაში. პროექტის შედეგია ის, რომ თითოეულ
მოსწავლეს გამოუმუშავდება ინფორმაციის მოძიების, გაანალიზების უნარ–ჩვევა,
ინფორმაციის გაცვლის, სხვებისთვის გაზიარების, ლოგიკური აზროვნების,
ურთიერთთანამშრომლობის, ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები : პლაკატები,ფორმატები,პლასტილინი,ფერადი ფურცლები,კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,ფლომასტერები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები) : ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. მოძიებული მასალის ანალიზი.
პრეზენტაცია, სკოლაში გამოფენის მოწყობა, პლაკატების გაკეთება, საახალწლო ნივთების
პლასტილინით გამოძერწვა, საკლასო ოთახის მორთვა,საახალწლო სიმღერებისა და ლექსების
შესწავლა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება– გააკეთებენ პლაკატებს, დახატავენ ნახატებს,გამოძერწავენ ნივთებს,
გაიღრმავებენ ფანტაზიის უნარს.
ქართული– ისწავლიან ტექსტთან მუშაობას, ტექსტის გააზრებას, ინფორმაციის
გაცვლას, სხვების მოსმენას, საკუთარი აზრების გამოთქმას,ქართულ ენაზე ინფორმაციის
მოძიებას.
ისტორია- მოსწავლეები გაეცნობიან ახალ წელთან დაკავშირებულ უძველეს ტრადიციებს
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
11. პროექტის ფასილიტატორი: მარიამ
ლონგურაშვილი
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : mariamlongurashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment